კონფლიქტები

შეძლებენ თუ არა ყარაბაღში აზერბაიჯანელები და სომხები ერთად ცხოვრებას? - Report.az

აზერბაიჯანელები და
სომხები ყარაბაღში
1605085526
დაკოპირებულია

აზერბაიჯანული გამოცემა Report.az სტატიას აქვეყნებს სათაურით - "შეძლებენ თუ არა ყარაბაღში აზერბაიჯანელები და სომხები ერთად ცხოვრებას"? სტატიაში მოყვანილია მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროს სომხების მიერ მშვიდობიანი აზერბაიჯანული მოსახლეობის განადგურების ფაქტები, მათ შორის ცნობილი ჰოჯალის ტრაგედია, რომლის დროსაც სომხურმა ფორმირებებმა 613 აზერბაიჯანელი, მათ შორის 63 ბავშვი მოკლეს. ჰოჯალაში დაღუპულთა უმეტესობა ქალები, ბავშვები და მოხუცი ადამიანები იყვნენ.

Report.az-ის ინფორმაციით, მსგავსი ფაქტები 1992-1994 წლებში ქელბაჯარის, ზანგილანის და ლაჩინის რაიონებშიც მოხდა.

ამასთანავე, გამოცემა იუწყება, რომ 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბრის ომის დროს აზერბაიჯანელ სამხედროებს მშვიდობიანი სომხებისთვის, რომლებიც მთიანი ყარაბაღიდან ბოლო დღეებში წავიდნენ, ცეცხლი არ გაუხსნიათ, არ დაუბომბიათ ისინი და უსაფრთხოდ რეგიონის დატოვების შესაძლებლობა მისცეს.

„აზერბაიჯანი სომხებთან ერთობლივი ცხოვრების შესაძლებლობას იტოვებს და მას ხიდები არ გაუნადგურებია. პრეზიდენტმა ალიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და მათ იქ ცხოვრება შეუძლიათ. მათი ყველა უფლება და უსაფრთხოება დაცული იქნება“ - წერს Report.az.

ამასთანავე, პრობლემად რჩება აზერბაიჯანული მოსახლეობა, რომელმაც მთიანი ყარაბაღი 1990-იან წლებში დატოვა და რომელიც მთიან ყარაბაღში დაბრუნდება. "შეძლებს თუ არა ის ცხოვრებას სომხებთან ერთად? სომხებმა ხომ მათი სახლები დაანგრიეს და მშობლიური ადგილებიდან გააგდეს. ისტორიამ არაერთი ფაქტი იცის, როდესაც ერთ დროს მოსისხლე მტრები დღეს მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. ავიღოთ თუნდაც ინგლისი, გერმანია და საფრანგეთი, რომელთა შორის ისტორიულად არაერთი ომი იყო. დღეს კი ისინი მოკავშირეები არიან. იგივე უნდა მოხდეს სამხრეთ კავკასიაშიც და ეს კონფლიქტები წარსულს უნდა ჩაბარდეს“ - წერს Report.az.

ცნობისთვის, 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა. მისი ინფორმაციით, რეგიონში რუსეთის და თურქეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა და 44 დღე მიმდინარეობდა.

აშშ-ის საელჩო
საქართველოში

აშშ-ის საელჩო ჟურნალისტ ვახო სანაიასა და...

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

„ჯანდაცვის მხარდამჭერი ციფრული საშუალებების გაძლიერება - რეალური პაციენტების ვირტუალური ოთახები: ქართველმა ექიმმა თავისი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას პროექტი ხელახლა წარუდგინა“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელშიც კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში საქართველოში ელექტრონული ჯანდაცვისა და ტელემედიცინის სისტემაზეა საუბარი.

1614275895

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

1614274496

აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ რეგიონში რეგულაციების აღსრულების პროცესს აქტიურად დააკვირდებიან, რათა ინფექციის ზრდის საფრთხე არ შეიქმნას. 

1614273468

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 25 თებერვალს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

1614272451
პოლიცია

ლაგოდეხში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

ლაგოდეხში, სოფელ გელათთან ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

ხატია დეკანოიძე: ნიკა მელიას გადაწყვეტილ...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილების შესახებ ბრიფინგი გამართა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთ...

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, ამავე სამინისტროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის მუშაობის ანგარიში განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„პრინციპულად განაცხადა, რომ გირაოს თანხა...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ადვოკატი ბექა ბასიალა გენერალური პროკურატურის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ ხელისუფლება სახის შენარჩუნებას ცდილობს.