მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

reuters: პუტინი აზერბაიჯანს მიმართავს, ყარაბაღის ქრისტიანულ სალოცავებს გაუფრთხილდეს

პუტინი ამბობს რომ ომი სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს მიმართა, მთიანი ყარაბაღის ზოგიერთ ნაწილში, ქრისტიანულ სალოცავებს გაუფრთხილდეს. ამის შესახებ reuters წერს. 

კერძოდ, პუტინმა ალიევს მოუწოდა იმ ქრისტიანულ ეკლესიებს და მონასტრებს გაუფრთხილდეს, რომელიც ეთნიკურად სომხებით დასახლებულ ნაწილში მდებარეობს და შეთანხმების შედეგად აზერბაიჯანის ნაწილი გახდება.

ცნობისთვის, 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა.