მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ე.წ. ელჩი: რუს ტურისტებს აფხაზეთში საფრთხე ემუქრებათ

ალექსეი დვინიანინი

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩი ალექსეი დვინიანინი რეგიონში რუსი ტურისტების წინააღმდეგ ჩადენილი არაერთი კრიმინალური შემთხვევით შეშფოთებულია. ამის შესახებ ekhokavkaza.com იუწყება. 

მისი თქმით, როგორც წესი, დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლო სისტემა აფხაზების მიერ ჩადენილ დანაშაულზე თვალს ხუჭავს. მაგალითისთვის, მან 2019 წლის 31 ივლისს რუსეთის მოქალაქის გაძარცვის და გაუპატიურების ფაქტი დაასახელა, როდესაც ამ დანაშაულისთვის დაკავებულმა აღიარებითი ჩვენება მისცა, მაგრამ სასამართლო პროცესი გაჭინაურებულია.

„ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით, ეს საქმე სასამართლოს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გადაეცა. ამის შემდეგ კი მოსამართლე ამ საქმის გაჭიანურებას ყველანაირად ცდილობს. ბოლო სხდომა 14 იანვარს გაიმართა და მოსამართლეს ის კიდევ ერთხელ გადადო, რადგანაც მისი ვერსიით, ბრალდებული ავადაა. სინამდვილეში ის სრულად ჯანმრთელად გამოიყურებოდა. ეს სრული განუკითხაობაა“ – განაცხადა დვინიანინმა.

მისი თქმით. ე.წ. საელჩო აფხაზეთის ყველა ინსტანციაში რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვას გააგრძელებს და ამ მხრივ არსებულ სიტუაციას მკაცრად გააკონტროლებს.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო მთავრობის წევრებს მაინინგთან კავშირში ადანაშაულებენ

🔴 „აფხაზეთში ტყის ხანძრების ჩაქრობაში ავიაციის ჩართვა საჭირო არ იყო“ - ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო