მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნების დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება

რუსეთის არჩევნები ცხინვალში

19 სექტემბერს, როდესაც რუსეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

ინფორმაციას ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ე.წ. საელჩო ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, საარჩევნო უბნები როგორც ცხინვალში, ასევე ოკუპირებული რეგიონის სხვადასხვა რაიონში გაიხსნება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, საარჩევნო უბნები რუსეთის მოქალაქეებისთვის გაიხსნება - 6 ცხინვალში, ასევე ზნაურში, ძაუში, ახალგორში და კვაისაში.

საქართველოში საარჩევნო უბნები რუსეთის მოქალაქეებისთვის არ გაიხსნება, ვინაიდან თბილისსა და მოსკოვს შორის 2008 წლის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს.