მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსი სამხედროები სტეფანაკერტს რობოტებით განაღმავენ

ყარაბაღში განაღმვა

რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები მთიანი ყარაბაღის ცენტრალურ ქალაქს სტეფანაკერტს და მიმდებარე ტერიტორიას განაღმავენ. ამის შესახებ Armenpress  იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, განაღმვითი სამუშაოების დროს სამხედროები რობოტებს გამოიყენებენ. საუბარია „ურან 6“-ის ტიპის კომპლექსზე, რომელიც ნაღმების და სხვა საშიში მოწყობილობების მოძიების პროცესში სამხედროების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მას ნებისმიერ ამინდში შეუძლია მუშაობა.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის 23 ნოემბრის შემდეგ მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალებმა 414 აუფეთქებელი ჭურვი გააუვნებელყვეს. განაღმულია გზები, 617 შენობა და სპეციალური დანიშნულების 20 ობიექტი.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ ფორმირებებს შორისა საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔱 ალიევმა ყარაბაღის აღორძინების ფონდი შექმნა

🔱 ალიევი: ყარაბაღს სამოთხედ გადავაქცევთ