მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში შეიარაღებაში დრონები მიიღეს

ოკუპანტებმა დრონები მიიღეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულმა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეიარაღებაში უპილოტო საფრენი აპარატები მიიღეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

საუბარია „ტახიონის“ ტიპის დრონებზე, რომლებიც, ძირითადად, სადაზვერვო ფრენების განსახორციელებლად გამოიყენება. საფრენ აპარატს მოქმედება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია და მისი მოქმედების მანძილი 40 კმ-ს შეადგენს. დრონს -30-დან +40 გრადუსამდე ტემპერატურაში ფრენა შეუძლია.

„ძარცემის“ პოლიგონზე რუს სამხედროებს დრონების გამოყენებას ასწავლიან.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ე.წ. სამხრეთ ოსეთში სნაიპერებს დრონების განადგურებას ასწავლიან

🔅 ჩერჩესოვმა რუსეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტი უნდა დატოვოს - ე.წ. სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელი