მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსმა სამხედროებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში წვრთნები გამართეს

წვრთნები ე.წ. ს. ოსეთში

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულმა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო წვრთნები გამართეს. ამის შესახებ "სპუტნიკი“ იუწყება. 

წვრთნების სცენარის მიხედვით, ტანკისტებმა ე.წ. შახიდ-მობილი“ გაანადგურეს - მოძრავი მიზანი, რომელიც დანაღმული ავტომობილის იმიტაციას წარმოადგენდა.

სროლა ყველა სახის შეიარაღებიდან, Т-72-ის ტიპის ტანკებიდან მოხდა. მიზნამდე მანძილი 2,5 ათას მეტრს შეადგენდა. წვრთნებში 100 ერთეული ტექნიკა და 700 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.

♨️ "ქართულმა დრონმა ჩვენი „საზღვარი“ დაარღვია" - ცხინვალი

♨️ ცხინვალის რეგიონში ე.წ. მესაზღვრეებმა დეკემბერში „საზღვრის“ დარღვევისთვის 28 პირი დააკავეს