მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსმა სამხედროებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში წვრთნები გამართეს

წვრთნები ე.წ. სამხრეთ ოსეთში

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულმა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო წვრთნები გამართეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. 

მანევრებში 100-მდე სამხედრო მონაწილეობდა. წვრთნები „ძარცემის“ პოლიგონზე გაიმართა.

წვრთნების სცენარის მიხედვით, სამხედროებმა მსუბუქად დაჯავშნილი მანქანებით პირობითი მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერიეს. მათ ყუმბარმტყორცნებიდან 250-350 მ-ის დაშორებაზე მიზნებს ცეცხლი გაუხსნეს.

გარდა ამისა, წვრთნების დროს სამხედროები ცოცხალი ძალის მოგერიების, დაზვერვის წარმოების და მიზნების ამოცნობის უნარ-ჩვევებს აუმჯობესებდნენ, ინფორმაციას რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.

იხილეთ აგრეთვე:

💣 ე.წ. სამხრეთ ოსეთში ქართული წარმოების ალკოჰოლის შეტანის გამო ადგილობრივები დააჯარიმეს

💣 ე.წ. სამხრეთ ოსეთში ახალი წლის ღამეს სროლა აიკრძალა