მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილმა სოხუმში ჩასული უკრაინელი ბიზნესმენის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა

სააკაშვილი ორლოვის წინააღმდეგ

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელი ბიზნესმენის ალექსანდრე ორლოვის წინააღმდეგ, რომელიც სოხუმში იმყოფებოდა, სანქციების დაწესება მოითხოვა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ორლოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა და სოციალურ ქსელში დე ფაქტო ლიდერთან ასლან ბჟანიასთან „საღამოს გასეირნების" შესახებ დაწერა.

„კიევის კლუბების მფლობელი საშა ორლოვი ჩემს მშობლიურ ქალაქ სოხუმში ჩავიდა, რათა მოპარული ქონება გაინაწილოს. ის ჩავიდა ქალაქში, საიდანაც რუსული აგრესიის შედეგად მოსახლეობის 80% გამოასახლეს, ეს საქართველოს ისეთივე ოკუპირებული ტერიტორიაა, როგორც ყირიმი და დონბასი უკრაინისთვის. იმ პარკში, სადაც ეს სუბიექტი დაიარება, 36 უკრაინელი მოხალისე დაიღუპა, რომლებიც ქართველებთან ერთად სოხუმს იცავდნენ რუსი ოკუპანტებისგან, ალბათ მას ამ ადამიანების ძვლებზე კლუბის გახსნა სურს“ - წერს სააკაშვილი.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ორლოვმა როგორს საქართველოს, ასევე უკრაინის წინააღმდეგ არამეგობრული ქმედება ჩაიდინა, მან ორლოვის კიევის და ოდესის კლუბების და სხვა დაწესებულებების ბოიკოტის შესახებ განაცხადა.

სააკაშვილმა მოუწოდა ყველას, რომ ამ ბოიკოტს შეუერთდეს, რათა ამ „დაბალხარისხიანმა ვაჭარმა არც ერთი გრივნა შემოსავალი არ მიიღოს“.