მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს დეოკუპაციის კომისიას სოხუმში „უსარგებლო ინიციატივას“ უწოდებენ

სოხუმის განცხადება

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ დეოკუპაციის კომისიას სოხუმში „უსარგებლო ინიციატივას“ უწოდებენ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

როგორც ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, თბილისის ეს გადაწყვეტილება დროის სულისკვეთებას არ შეესაბამება.

„დეოკუპაციის კომისიის შექმნის მიზანია, საკუთარი მოქალაქეებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იმის ჩვენება, რომ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მოგვარების მტკიცე გადაწყვეტილება აქვს მიღებული. ეს საკითხი თბილისის ყურადღების ცენტრში იქნება და მის გადასაჭრელად ყველა აუცილებელ ძალისხმევას მიმართავენ“, - აცხადებენ სოხუმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სოხუმში მიაჩნიათ, რომ ამ ინიციატივას მხოლოდ მოკლევადიანი პროპაგანდისტული ეფექტი ექნება.

„ამ უაზრო ინიციატივების წამოჭრის ნაცვლად, უმჯობესია საქართველოს მხარემ ჟენევის ფორმატის ფარგლებში არსებულ ინიციატივებს მეტი ყურადღება დაუთმოს, რადგანაც მისი მუშაობა სწორედ ქართული მხარის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო არის შეფერხებული. არსებული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია საქართველოსა და აფხაზეთს შორის თანასწორუფლებიანი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებს დამყარება“ - განაცხადეს სოხუმში.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 21 ივნისს გამოცემული ბრძანებულების შესაბამისად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და საქართველოს დეოკუპაციის სახელმწიფო სტრატეგია“ შეიქმნა. მის მუშაობას კოორდინაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაუწევს.