კონფლიქტები

სახალხო დამცველი ენგურში მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი 2020
1617809100
დაკოპირებულია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ენგურში მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

იგი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

სახალხო დამცველი განცხადებაში ოკუპირებულ გალში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2021 წლის 11 თებერვლიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას (მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს) ენგურის ხიდზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტის გავლით გადმოსვლის საშუალება მიეცა.

თითქმის ერთწლიანი გადაადგილების თავისუფლების სრული შეზღუდვის შემდეგ, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენი გალელი თანამოქალაქეებისთვის გარკვეული შეღავათი იყო, თუმცა ამან არსებითად ვერ შეცვალა უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობა, ვინაიდან გადაადგილების შესაძლებლობა, მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილს შეეხო. ამავდროულად, გადმოსვლის მსურველ ადამიანებს სირთულეებს უქმნის ასევე 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის დაცვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულ მოქალაქეებს დაუწესა.

დაწესებული შეზღუდვების გამო, აფხაზეთის მცხოვრებლები საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვადასხვა შემოვლით გზას მიმართავენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2020 წლის განმავლობაში ასევე დაფიქსირდა ორი უბედური შემთხვევა, როცა ადამიანები საქართველოს სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას მდინარე ენგურის გადაცურვით ცდილობდნენ.

გადაადგილების თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებს ადასტურებს ენგურის ხიდზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე რადიკალურად შემცირებული გადაადგილების დღიური სტატისტიკაც. როდესაც ზემოაღნიშნული გადასასვლელი სრულად არის გახსნილი, დღიურად დაახლოებით 1 400-1 500 ადამიანი სარგებლობს, ხოლო დღესდღეობით ეს რიცხვი 20-30-მდე შემცირდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველი ხელისუფლებას საერთაშორისო ბერკეტების გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

„უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპირებული გალის მცხოვრებლებისთვის, ენგურის ხიდი განათლებასთან, სამედიცინო სერვისებთან, უფრო იაფ პროდუქტებთან, პენსიასთან, ნათესავებთან და ოჯახის სხვა წევრებთან დამაკავშირებელი ხიდია და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას, გააქტიუროს საერთაშორისო ბერკეტები ოკუპირებულ ძალებზე, გადმოსასვლელი პუნქტის მთლიანად მოსახლეობისათვის გასახსნელად, ასევე, კიდევ ერთხელ იმსჯელოს 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის ალტერნატიულ ღონისძიებებზე, რაც ოკუპირებული გალის მოსახლეობას გადაადგილებაზე დამატებით ბარიერს შეუმსუბუქებს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში“, - ნათქვამია ნინო ლომჯარიას განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეთა 11 კაციანი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მძიმე სოციალური პირობების გამო ცდილობდა.

მათგან 3-ის ცხედარი მაშველებმა მდინარე ენგურში რამდენიმე საათის წინ იპოვეს.

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

ჯარში არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

1619172067

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, კოვიდვაქცინაციის შესახებ ეჭვების გასაქრობად, საჭიროა ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ აიცრას.

1619171823

საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

1619171765

„ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე, ქვეყანაში არსებული ჰესების ეფექტურობის შენარჩუნებაზე და გაზრდაზე საუბრობს.

1619171191
სინოფარმის ვაქცინა

ჯანმომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინები...

ჯანმომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების განხილვის თარიღი დაასახელა - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

1619170862
ლიბერთი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია „ე...

დღეს, ლიბერთი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯიას“ შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ლიბერთი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

რუსეთმა უკრაინის საზღვართან განთავსებული...

რუსეთმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და უკრაინის საზღვართან განთავსებული ჯარის გაყვანა დაიწყო. 1-ელ მაისამდე ის მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდება. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება.

მეგი ბაქრაძის ადვოკატი: გამოძიება რაღაც...

ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის უფლებადამცველები საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობენ - მათი თქმით, სამართალდაცველებმა აფთიაქები შეამოწმეს და ფარმაცევტების ნაწილი დაკითხვაზე დაიბარეს.