მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამხრეთ ლიბანიდან ისრაელისკენ რაკეტები ისროლეს - alarabiya.net

ჰეზბოლა

სამხრეთ ლიბანიდან ოთხი რაკეტა ისროლეს ისრაელის მიმართულებით. ინფორმაციას alarabiya.net ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ორი რაკეტა ლიბანის შიგნით დაეცა, ხოლო ორი ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებისკენ წავიდა.

ამ ეტაპზე გაურკვეველია, რაკეტები ისროლეს პალესტინის ლტოლვილთა ბანაკებიდან თუ კონფლიქტში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“ ჩაერთო.

ებრაული მედიის ინფორმაციით, რაკეტებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ცნობისთვის, 10 მაისს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დაწყებიდან ღაზას სექტორში 67 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა. ისრაელის მხარეს 7 დაღუპულია. „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით საერთო ჯამში 1600-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.

იხილეთ აგრეთვე:

⭕ ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი - უახლესი ამბები

⭕ „ჰამასმა“ ისრაელზე დრონებით იერიში მიიტანა (ვიდეო)

⭕როგორ მუშაობს ისრაელის ანტისარაკეტო სისტემა „რკინის გუმბათი“ (ვიდეო)