კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხესთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაცია PIA.GE-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
ამასთან, სუს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.