მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საზღვრის დამრღვევებმა შეიძლება სამხრეთ ოსეთში ინდური შტამი შეიტანონ“ - ცხინვალი

ინდური შტამი ს ოსეთში

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოდან ინდური შტამის შეტანის საფრთხეზე საუბრობენ. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ივნისში ე.წ. საზღვარი 32-მა პირმა დაარღვია.

„მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ საზღვრის დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის უწყებებს. მაქსიმალურად თავი შეიკავონ ამ პირებთან კონტაქტისგან, რადგანაც საქართველოდან ინდური შტამის შეტანის საფრთხე არსებობს“ - აცხადებენ ე.წ. უშიშროების სამსახურში.

ცხინვალი კვლავ აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების გამო „საზღვარზე“ უსაფრთხოების დამატებითი ზომებია მიღებული, და ამ საკითხებში დე ფაქტო მთავრობას „ადგილობრივი მოსახლეობაც უნდა დაეხმაროს“.