ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა „სპუტნიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებენ, რომ ამ რეგიონში გამავალი რკინიგზის ბლოკირება სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის განდევნას ისახავს მიზნად.
შამბას აზრით, რკინიგზის გახსნაში საქართველოც უნდა იყოს დაინტერესებული, თუმცა შამბა ამ საკითხში სოხუმს და თბილისს შორის არსებულ უთანხმოებაზეც საუბრობს. „საქართველოსთან ამ საკითხზე საუბარი აუცილებელია. თუ გვინდა მშვიდობიანი კავკასიის აშენება, აქ გზებიც უნდა გაიხსნას“ - აცხადებს დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი.
მისი თქმით, ამ საკითხზე საუბარი 10 წელზე მეტი არ მიმდინარეობს. რკინიგზის გახსნა სომხეთის ინტერესებშიც შედის, მაგრამ სოხუმმა და თბილისმა ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
თბილისთან დიალოგის აუცილებლობაზე შამბა ადრეც საუბრობდა, რასაც სოხუმის სხვადასხვა წრეებში პროტესტი მოჰყვა. 1992 -1993 წლების ომის აფხაზმა ვეტერანებმა სერგეი შამბას გადაყენებაც კი მოითხოვეს.
იხილეთ აგრეთვე:
🔅 ოკუპირებული აფხაზეთი და ჩეჩნეთი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას გეგმავენ
საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
2018 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია დაფუძნდა, რომელიც დღემდე აქტიურად ახორციელებს საინტერესო პროექტებს სტიპენდიატებისა და კურსდამთავრებულების ჩართულობით.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აღნიშნა რომ ნიკა მელიას გათავისუფლების თემაზე კონგრესსა და სენატში პოლიტიკურ ლიდერებს თავიანთი პოზიციები აქვთ.
მისი თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკების მოწოდებას არ მიიღებს და მათთვის საფიქრალია, როგორ გამოვიდნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს.
პარლამენტის 16 წევრის რიგგარეშე აცრის გამო ლიბანში სკანდალი მოხდა. ამის გამო მსოფლიო ბანკი ვაქცინაციის შეწყვეტით იმუქრება. ინფორმაციას nna-leb.gov.lb იუწყება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით გაიხსნა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი პრაქტიკაში“.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში ადგილი აქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობას. ასე შეაფასა ფაშინიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის და სამხედროების განცხადება, რომლებმაც პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.
სამ თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან დაიწყებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.