მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება გართულდეს“ - ვახტანგ მაისაია რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილ დაძაბულობას აფასებს

ვახტანგ მაისაია

პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია PIA.GE-სთან რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილ დაძაბულობას აფასებს და მოვლენათა განვითარების სავარაუდო ვერსიებზე საუბრობს.

რუსეთ-უკრაინის დღევანდელი სავარაუდო სამხედრო კონფლიქტის სახე ცოტა რთულად შეიძლება წარმოვაჩინოთ.

ორივე მხარეს საკმაოდ სერიოზული სამხედრო ძალაა კონცენტრირებული, განსაკუთრებით, ეს ეხება უკრაინელებს, რუსებს გასაგებია, რომ უკრაინისგან არანაკლები სერიოზული ძალა აქვთ, ისინი ამ კონფლიქტს განიხილავენ კონტრტერორისტული დონიდან უკვე სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის დონემდე და მათ განცხადებული აქვთ, რომ იქ ებრძვიან არა ტერორისტებს, არამედ რუსეთის სამხედრო ძალას.

ამიტომ, სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება გართულდეს იმიტომ, რომ ორივე მხარე მზად არის წავიდეს ვა-ბანკზე.

მიხეილ სააკაშვილმა გაახმოვანა კიდევაც რუსული სამხედრო სტრატეგია და საინტერესოა, მან საიდან იცოდა და ვინ მიაწოდა სტრატეგიის ელემენტები.

თუ საომარი მოქმედებები განახლდება, აქცენტი გადატანილი იქნება სამხრეთის მიმართულებით, შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ მთლიანი უკრაინული სანაპიროს დაკავება და მისი უკრაინისთვის გამოყენების შეზღუდვა განახორციელონ, ალყაში მოაქციონ უკრაინის ის სამხედრო ნაწილები, რომლებიც დღეს ასრულებენ გაერთიანებული სარდლობის ოპერაციას, როგორც ეს უკრაინამ მიანიჭა ამ მიმართულებას.

ასევე, რუსეთი შეეცდება, ზელენსკის ხელისუფლების შეცვლას, შეიძლება ძალადობრივი ან სხვაგვარი ოპერაციების სახით,“ - აღნიშნა მან.

ინფორმაციისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვარზე დაწყებულმა სამხედრო მანევრებმა კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა გამოიწვია. ამის შესახებ Euronews იუწყება.

ეუთოს მონიტორინგის მისიის ინფორმაციით, უკრაინაში ბოლო დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ასობით ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის, დონეცკის ოლქში მხოლოდ 26 მარტს 493 ასეთი შემთხვევა მოხდა.

აგრეთვე დაინტერესდებით:

🔻 აღმოსავლეთ უკრაინაში ორი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა

🔻 პესკოვი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხეზე საუბრობს