მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოხუმი: ანგელა მერკელი მსოფლიო ჟანდარმობას ცდილობს

სოხუმი მერკელის განცხადებაზე

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიდეომიმართვას ეხმაურება, რომლითაც მერკელმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

კერძოდ, მერკელმა უკრაინაში, ბელარუსში და მსოფლიოს სხვა წერტილებში არსებული მდგომარეობით შეშფოთება გამოთქვა. „სიტუაცია ბელარუსში, უკრაინაში, დნესტრისპირეთში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, მთიან ყარაბაღში საგანგაშოა. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ რეგიონებში ადამიანის უფლებები და სიტყვის თავისუფლება საფრთხის ქვეშ არის“ - განაცხადა მერკელმა.

„ამ რეგიონების ჩამონათვალი მიუთითებს იმაზე, რომ ბერლინს მსოფლიო ჟანდარმის როლის შესრულება სურს, რომელიც არა მარტო უკრაინაში არსებულ სიტუაციას დაარეგულირებს, არამედ ახლო აღმოსავლეთში და სამხრეთ კავკასიაში ჟანდარმის და „მაყურებლის“ როლს შეასრულებს“ - განაცხადეს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სოხუმში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული სიტუაციის მოგვარება მხოლოდ ადრე მიღწეული შეთანხმებების შესრულების, პროვოკაციების წახალისების კურსზე უარის თქმის და მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგის შემთხვევაშია შესაძლებელი.