მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოხუმი და ცხინვალი: საქართველოს მხრიდან აგრესიის დაუშვებლობის საკითხი კვლავ აქტუალურია

ჯიოევი სოხუმში

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეოს საქმეთა მინისტრი“ მურატ ჯიოევი სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრს“ დაურ კოვეს შეხვდა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

კოვემ და ჯიოევმა ოკუპირებულ რეგიონებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ე.წ. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ მთიან ყარაბაღში ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, „საქართველოს მხრიდან აგრესიის დაუშვებლობის საკითხი კვლავაც აქტუალურია ხდება“. სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლებმა 2021-2022 წლების თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს.

ასევე წაიკითხეთ:

🔱 ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები გაიმართა

🔱 ცხინვალი დავით ქაცარავას მადლობას უხდის