მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოხუმი ერდოღანს ანგაჟირებულ პოლიტიკოსს უწოდებს

სოხუმი ერდოღანზე

სოხუმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის აკრიტიკებს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

ანკარაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „დავა საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოგვარდეს".

„თუ თურქეთის პრეზიდენტს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა მართლა სურს, მან ანგაჟირებული და შაბლონური განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს, როდესაც „საქართველოს მითიური ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე“ საუბრობს. აფხაზეთი მხარს უჭერს შავი ზღვის რეგიონში ქვეყნებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების ყველა ფორმას.

ამასთანავე სამწუხაროა, რომ ობიექტური რეალობის აღიარების ნაცვლად, რაც რეგიონში შეიქმნა, რეგიონული პოლიტიკოსები სტერეოტიპებით სპეკულირებას განაგრძობენ. მიგვაჩნია, რომ მაღალი რანგის პოლიტიკოსებს თავის გამოსვლებში არ უნდა გამოიყენონ ეპითეტები, რომლებიც რეგიონში შექმნილ ობიექტურ რეალობას ამახინჯებს“ - აცხადებენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სოხუმი მოუწოდებს ყველა რეგიონულ კონსტრუქციულ ძალას, რომ ქართველი პარტნიორების ყურადღება გაამახვილონ „აფხაზეთთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობების დამყარებაზე“.