მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოხუმი ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანულ წვრთნებს „პროვოკაციას“ უწოდებს

სოხუმის განცხადება საქართველოზე

საერთაშორისო სამხედრო წვრთნებს Enternity-2021 სოხუმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო „პროვოკაციულ გამოხტომას“ უწოდებს, რომელიც საქართველოს სამხედრო ამბიციების დასაკმაყოფილებლად არის მიმართული. ინფორმაციას „სპუტნიკი“ ავრცელებს.

„იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ტერიტორიაზე ერთგვარ პოლიგონს ქმნის უცნობი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების მომზადებისთვის. თანაც ბოლო დროს საქართველოს სტრატეგოსებს ნატოს და აშშ-ს სამხედრო პოტენციალი აღარ ჰყოფნით, ბოლო წლებში თბილისი აძლიერებს სამხედრო კავშირებს ანკარასა და ბაქოსთან“ - აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სოხუმის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დე ფაქტო მთავრობა საქართველოს მილიტარიზაციის პროცესს აკვირდება, აუცილებლობის შემთხვევაში საკუთარი ტერიტორიის და მოქალაქეთა დასაცავად ყველა შესაბამის ღონისძიებას განახორციელებს.

წვრთნების დროს, რომელიც 4-დან 8 ოქტომბრამდე მიმდინარეობს, საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის სამხედრო მოსამსახურეები რეგიონული ეკონომიკური პროექტების დასაცავად შესაბამის დავალებებს შეასრულებენ.