სოხუმის დე ფაქტო რეჟიმი ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელის, მარინა კალიურანდის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ და აფხაზეთის აღიარების უკან გაწვევისკენ მოუწოდა.
ევროპარლამენტარმა ეს განცხადება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მხარდაჭერის ნიშნად გააკეთა. სასამართლომ 21 იანვარს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე დადგენილება გამოიტანა. ამის შესახებ apsadgil.info იუწყება.
„როგორც ცნობილია, საქართველოს ოფიციალური პირები ცდილობენ წარმოაჩინონ ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ისტორიულ გამარჯვებად და „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციის წინაპირობადაც კი. ასე აფასებს მას მარინა კალიურანდიც. ამასთანავე, სასამართლოს დადგენილება შორს არის იმისგან, რისი დანახვაც სურდათ თბილისში, ამის მიუხედავად, საქართველო და მისი დასავლელი პარტნიორები ცდილობენ საქმე ისე წარმოაჩინონ, თითქოს რაღაცა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწიეს“ - აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სოხუმი ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ეს საქმე 2008 წლის აგვისტოს მოვლენების "უშუალო მონაწილეების, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის გარეშე მიმდინარეობდა", რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ამ ვერდიქტის და სხვა გადაწყვეტილებების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.
„საქართველოს და მისი ევროპელი პარტნიორების ტრიუმფალური განცხადებების მიუხედავად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა კონვენციის მიხედვით რუსეთს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა ინციდენტებზე, რაც საქართველოს ჯარის მიერ რუს სამშვიდობოებზე და ადგილობრივ მოსახლეობაზე თავდასხმის მოგერიების დროს მოხდა 2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე. სასამართლომ ასევე არ დაუჭირა მხარი საქართველოს ხელისუფლების მტკიცებულებას, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 2008 წლის 7 აგვისტოს შეიჭრა, ანუ ცხინვალზე ქართველი სამხედროების თავდასხმამდე.
ქართულმა მხარემ ისიც ვერ დაამტკიცა, რომ ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენცია არა მარტო მშვიდობიანი პერიოდის, არამედ საბრძოლო მოქმედებების დროსაც მოქმედებს. სასამართლომ დაადგინა, რომ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში 2008 წლის 8-12 აგვისტოს რუსი სამხედროების მოქმედება ევროპული სასამართლოს იურისდიქციას სცდება. სასამართლომ რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევის ვერც ერთი ფაქტი ვერ დაადასტურა“ - აცხადებს სოხუმის დე ფაქტო უწყება.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება თბილისის მხრიდან კონფრონტაციულ დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომელიც „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ კვლავ იზოლაციონისტურ პოლიტიკას განაგრძობს და თანასწორუფლებიან დიალოგზე უარს ამბობს“.
ცნობისთვის, 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.
იხილეთ აგრეთვე:
💢 ევროპარლამენტი ახალ რეზოლუციებში საქართველოს მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
ესტონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებენ და პოლიტიკურ ძალებს თავშეკავებით მოქმედებისკენ მოუწოდებენ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს Facebook-ის გვერდზე ეხმიანება და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, სწრაფად გამოიძიონ და დასაჯონ დამნაშავეები.
პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა ახალი უწყების შექმნას მხარი უკვე დაუჭირა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა ბევრ საკითხზე, მათ შორის, ოთხ ძირითად თემაზე იმსჯელა.
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
თბილისის სააპელაციო სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხებს აზერბაიჯანული მიწა ჰქონდათ ოკუპირებული და „მის სისხლს წოვდნენ, როგორც წურბელები“. ამის შესახებ ალიევმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა ნათესავებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. ინფორმაციას azerbaycan24 ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ამავე ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მიერ 24 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.