მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოხუმი საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებით უკმაყოფილოა

შეხვედრა სოხუმში ჟენევის დისკუსიების წინ

სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ტურბა საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებით უკმაყოფილოა. ტურბამ ეს საკითხი სოხუმში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განიხილა. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს. 

ირაკლი ტურბამ მოლაპარაკება ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარესთან, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან გამართა. შეხვედრაში ასევე ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სოხუმი კვლავ ძალის გამოუყენებლობის შესახებ თბილისთან შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.

ტურბამ განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკების პროცესში არსებითი პროგრესის მიუხედავად, სოხუმი ამ ფორმატში მონაწილეობას კვლავ გააგრძელებს. ტურბამ აღნიშნა, რომ „საქართველოს დესტრუქციული პოზიციის გამო ძალის გამოუყენებლობის შესახებ საერთაშორისო გარანტიების დოკუმენტის შემუშავება ამ დრომდე ვერ ხერხდება“.

"საქართველოს მიერ სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას ჩვენთვის პირდაპირ საფრთხედ აღვიქვამთ. ამას შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები და რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია მოჰყვეს.“ - განაცხადა ირაკლი ტურბამ.

ჟენევის დისკუსიების მორიგი, 52-ე რაუნდი 25-26 მარტს უნდა ჩატარდეს.

იხილეთ აგრეთვე:

🔱 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახალხო დამცველი დე ფაქტო მთავრობას ენგურის ხიდზე შეზღუდვების გაუქმების თხოვნით მიმართავს

🔱 აპლია: აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქის წოდება უნდა აღვადგინოთ