მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოხუმი სალომე ზურაბიშვილს: „აფხაზეთის მოსახლეობა თქვენი ინიციატივებით გაოცებულია“

სოხუმის პასუხი ზურაბიშვილს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში გამოთქმულ მოსაზრებებს პასუხობს. 

კერძოდ, ზურაბიშვილმა რუსეთთან დიალოგის მნიშვნელობაზე და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაახლოების გზების მოძიების აუცილებლობაზე საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ამის შესახებ mfaapsny.org იუწყება.

„პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ აფხაზ და ოს მოსახლეობასთან დაახლოების ახალ გზებზე ისაუბრა. გაუგებარია რაში მდგომარეობს ამ მიდგომების სიახლე და როგორ იგეგმება მათი რეალიზაცია“, - აცხადებს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა უწყება აცხადებს, რომ თუ საქართველოს მართლაც სურს აფხაზეთთან დაკავშირებით პოლიტიკის შეცვლა, ის ჟენევის დისკუსიებზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ დე ფაქტო რეჟიმის მიერ შემუშავებული დოკუმენტის განხილვას უფრო კონსტრუქციულად მიუდგებოდა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნაზე განაცხადა, რომ ქვეყანასა და საზოგადოებას სჭირდება მომავლის ორიენტირი ანუ პერსპექტივა, ხედვა.

"ახალი მიდგომა გვჭირდება ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ აფხაზ და ოს მოსახლეობასთან დასაახლოვებლად. ოკუპაციაზე მხოლოდ მუდმივად აპელირება არასაკმარისია, თუ იმავდროულად არ ვეძებთ გზებს აფხაზებთან და ოსებთან ფიზიკური და ზნეობრივი დისტანციის შემცირებისთვის და ერთობის აღდგენისთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.


იხილეთ აგრეთვე:

🔆 ირლანდიის პარლამენტში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს

🔆 ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობას გრიპის რუსული ვაქცინით ცრიან