მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოხუმი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

სოხუმის განცხადება

დე ფაქტო სოხუმი ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვების წინააღმდეგია. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

როგორც დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო მისიის დაშვების შესახებ ავსტრიაში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ზურაბიშვილის განცხადებით, ეს სიტუაციის დეესკალაციას გამოიწვევს.

„საქართველოს პრეზიდენტმა მშვენივრად იცის, რომ 2008 წელს საფრანგეთის და რუსეთის ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი მხოლოდ აფხაზეთის მომიჯნავე ტერიტორიაზე ვრცელდება, ხოლო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ის გათვალისწინებული არ არის. ამის შესახებ ავსტრიის წარმომადგენლებმაც იციან.

იმისთვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება დაასაბუთოს, საქართველოს ხელისუფლება აშკარა დეზინფორმაციაზე მიდის და ამის მიზეზად დეესკალაციის აუცილებლობას ასახელებს. ეს სრული აბსურდია. აფხაზეთში დღეს არის მართლწესრიგი, იქ სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანო ფუნქციონირებს.

შესაბამისად არანაირი „დეესკალაციის" აუცილებლობა არ არსებობს. რაც შეეხება საქართველოს დასავლელ პარტნიორებს, თავისი მოქმედებით და განცხადებებით ისინი ორ ქვეყანას შორის თანასწორუფლებიანი და ცივილიზებული დიალოგის გამართვის შესაძლებლობას უფრო მიუღწეველს ხდის“ - აცხადებენ სოხუმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.