მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოხუმში ახრა ავიძბა დააკავეს

ახრა ავიძბა დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის ყოფილი მრჩეველი ახრა ავიძბა სოხუმში დააკავეს. ის ე.წ. უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

АМРА-life-ის ინფორმაციით, ავიძბას სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობასთან ავიძბას ახლობლები და ნათესავები შეიკრიბნენ.

ავიძბას ახლობლები მის დაკავებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ. ახრა ავიძბამ რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური ორგანიზაცია „ახალი ხალხი“ შექმნა და 2 მარტს მონაწილეობა მიიღო ანტისამთავრობო აქციაში.

ახრა ავიძბა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში 2014-2015 წწ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილეა პრორუსი სეპარატისტების მხარეს. 2020 წლის ივნისში ის სოხუმის დე ფაქტო რეჟიმის ლიდერის მრჩეველად დაინიშნა. იმავე წლის 9 ნოემბერს ავიძბა თანამდებობიდან გადადგა, რადგანაც „საერთო საქმეში რწმენა დაკარგა".

უკრაინაში ახრა ავიძბაზე ძებნაა გამოცხადებული.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

🔅 „წარუმატებელი სახელმწიფოს სტატუსისგან“ ერთი მეტრი გაშორებთ“ - რუსეთის ყოფილი ე.წ. ელჩი ოკუპირებულ აფხაზეთს