მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოხუმში აფხაზი ოპოზიციონერის ავტომობილი დაწვეს

გაბნიას ავტომობილი დაწვეს

სოხუმში აფხაზი ოპოზიციონერის, პარტია „აფსნის“ ლიდერის ვიტალი გაბნიას კუთვნილი ავტომობილი დაწვეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

გაბნიას „ტოიოტას“ მარკის ჯიპი მის სახლთან იყო გაჩერებული, რა დროსაც მანქანას ღამით დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი მოუკიდეს.

ვიტალი გაბნია სოხუმის დე ფაქტო მთავრობის კრიტიკით არის ცნობილი და მას რამდენჯერმე გადადგომისკენ მოუწოდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 საქართველოს დეოკუპაციის კომისიას სოხუმში „უსარგებლო ინიციატივას“ უწოდებენ