მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოხუმში ბაგრატ ხუტბა ირანის სავაჭრო ცენტრის დირექტორს შეხვდა

ირანელი სტუმარი სოხუმში

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩი სირიაში ბაგრატ ხუტბა ირანის სავაჭრო ცენტრის გენერალურ  დირექტორს და ირან - სირიის სავაჭრო პალატის გენერალურ დირექტორს ასგარ მირზაის შეხვდა. ინფორმაციას „სპუტნიკი“ ავრცელებს. 

ამავე ინფორმაციის მიხედვით, მხარეებმა „აფხაზეთსა და ირანს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს“.

ასგარ მირზაის ინიციატივით, ოკუპირებულ აფხაზეთში ირანული პროდუქციის გამოფენა გაიმართება. მან ასევე ბაგრატ ხუტბა ირანში მიიწვია.

ცნობისთვის, სირიამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს აღიარა. ამის შემდეგ თბილისმა დამასკოსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 სოხუმი საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებით უკმაყოფილოა

🔅 მურატ ჯიოევმა თანათავმჯდომარესთან ეუთოს მხრიდან ჟენევის დისკუსიებისთვის მზადების საკითხი განიხილა