მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოხუმში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

სოხუმში შეხვედრა

სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან სოხუმში შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

შეხვედრაში ევროკავშირის წარმომადგენელი ტაივო კლაარი, გაეროს წარმომადგენელი ჯიჰან სულთანოღლუ და ეუთოს წარმომადგენელმა ანიკა სედერი მონაწილეობდნენ. სოხუმის დე ფაქტო რეჟიმს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე წარმოადგენდა.

შეხვედრაზე ჟენევის დისკუსიების 53-ე რაუნდის დღის წესრიგი განიხილეს, რომელიც 29-30 ივნისს გაიმართება.

სოხუმი კვლავ თბილისთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებას მოითხოვს, ანალოგიური მოთხოვნა აქვს ცხინვალის დე ფაქტო მთავრობასაც.

თანათავმჯდომარეებმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრების განახლების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ასევე მსჯელობა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეც გაიმართა.