მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ადგილობრივი სოფლის გამგებელი დაჭრეს

სროლა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

არარატის ოლქის სოფელ ერასხის გამგებელი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაჭრეს. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება.

სომხური მხარის ინფორმაციით, ადგილობრივი მოხელე აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, 19-20 ივლისს ღამით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ერასხის მიდამოებში სხვადასხვა კალიბრის არტილერიიდან სომხურ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. ასევე მათ ნაღმმტყორცნებიც გამოიყენეს.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით კი სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ერთი აზერბაიჯანელი ოფიცერი ფეხში დაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.