მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სომეხი სამხედრო მოკლეს

სომეხი სამხედრო მოკლეს

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, გეგარკუნიკის ოლქში აზერბაიჯანული მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება.

დაღუპული უმცროსი სერჟანტი ვ. ოგანესიანია. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტი ვერინ შორჟას რაიონში მოხდა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ცნობისთვის 12 მაისის შემდეგ სომხეთის სიუნიკის ოლქში მდგომარეობა გამწვავდა. აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიაზე „საზღვრის დაზუსტების" საბაბით 200-მდე სამხედრო გადმოვიდა, რომლებიც იქ დღესაც რჩებიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული ფორმირების რაოდენობა 1000-ს აღწევს.