მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ისევ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

ტყვიამფრქვევი მთიან ყარაბაღში

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

სომხეთის მხრიდან შესაბამისი ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა შუშან სტეპანიანმა გაავრცელა.

სტეპანიანის თქმით, აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს და მომგებიანი პოზიციების დაკავების მიზნით, ხუდაფერინის წყალსაცავის მიმართულებით იერიში მიიტანეს. სტეპანიანი წერს, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში სომხეთის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა. ამავე ინფორმაციით, სომხურმა მხარემ ზავი დაარღვია და ჯებრაილის მიმართულებით გახსნა ცეცხლი.

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანმა და სომხეთმა, ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება 17 ოქტომბერს მიიღეს.

მთიან ყარაბაღში მხარეებს შორის სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა.