მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის მხრიდან სარაკეტო დაბომბვამ აზერბაიჯან-საქართველოს დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა

აზერბაიჯან-საქართველოს დამაკავშირებელკი ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა

სომხეთის მხრიდან სარაკეტო დაბომბვის შედეგად სამუხ-გარდაბნის 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა, რომელიც აზერბაიჯანს საქართველოსთან აკავშირებს. ამის შესახებ Report.az იუწყება.

„განჯის და მინგეჩაურის მიმართულებით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბალისტიკური რაკეტებით ცეცხლი გახსნეს. ერთ-ერთი რაკეტა მინგეჩაურის მახლობლად ჩვენმა საზენიტო დანადგარებმა ჩამოაგდეს, მაგრამ რაკეტის ნამსხვრევებმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა“ - აცხადებენ „აზერენერჯიში“.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაზიანება მოკლე დროში აღმოფხვრილი იყო.

შეგახსენებთ, რომ სომხურმა ძალებმა გვიან ღამით აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქი, განჯა დაბომბეს. დანგრეულია რამდენიმე სახლი. მაშველებმა ნანგრევებში 13 ცხედარი აღმოაჩინეს. დაჭრილია 52 მშვიდობიანი მოქალაქე.

მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა.

10 ოქტომბერს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.