მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე სცემეს (ვიდეო)

სომხეთის სპიკერი სცემეს

სომხეთის პარლამენტის სპიკერი არარატ მირზოიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სასტიკად სცემეს. შეხლა-შემოხლა პარლამენტის შენობასთან მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, თავდაპირველად დაპირისპირება დაცვის წევრებსა და დემონსტრანტებს შორის მოხდა. აქციის მონაწილეებმა დაცვის ყველა მცდელობის მიუხედავად, მირზოიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მიროზოიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ოპერაცია დასჭირდა.

საპროტესტო აქციები ერევანში მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, მთიან ყარაბაღში რუსეთის და თურქეთის სამშვიდობნო ძალები უნდა განთავსდნენ.