მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის პრეზიდენტი: ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ მედიიდან გავიგე

სომხეთის პრეზიდენტმა ომის დასრულების შესახებ არაფერი იცოდა

სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დასრულების შესახებ მან მედიიდან შეიტყო. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„პრესიდან გავიგე რომ ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის შეთანხმება გაფორმდა, მათგან გავიგე ომის დასრულების პირობების შესახებ.

ჩემთან, როგორც სომხეთის პრეზიდენტთან არცერთი მოლაპარაკება არ შემდგარა.

ყარაბაღის კონფლიქტის მოგავრება ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სომეხი ხალხის ბედი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და ეროვნული კონსენსუსის საფუძველზე.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე და ხალხის შეშფოთების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ ვიწყებ პოლიტიკურ კონსულტაციებს.

ჩემი ამჟამინდელი მისია ეროვნული ერთიანობის ფორმირებაა. იმედი მაქვს, რომ ათი დღის განმავლობაში ჩვენ ყველა შევძლებთ ერთიანობის შექმნას“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

📌 შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

📌 დღეს, 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა, ილჰამ ალიევმა და ვლადიმერ პუტინმა სოომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

🔷 ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერა

🔷 აზერბაიჯანი ტერიტორიებს იბრუნებს - ყარაბაღის შეთანხმების 9 პუნქტიანი გეგმა