მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის საზღვრის მახლობლად აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა

აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა

ქელბაჯარის რაიონში, რომელიც სომხეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს, აზერბაიჯანელი სამხედრო ელმირ შუკუროვი დაიღუპა. ამის შესახებ Report.az იუწყება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო „არასაბრძოლო პირობებში“ დაიღუპა. სამინისტრო უარყოფს სოც. ქსელებში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი შუშაში დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.