მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს

სომხეთის საგარეო უწყება

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ცეცხლი ადგილობრივი დროით 00:00 საათზე უნდა შეწყდეს. ინფორმაციას Armenpress სომხეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მოსკოვში გაკეთებული განცხადებების შემდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, სომხურმა ძალებმა გვიან ღამით აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქი, განჯა დაბომბეს. დანგრეულია რამდენიმე სახლი. მაშველებმა ნანგრევებში 13 ცხედარი აღმოაჩინეს. დაჭრილია 52 მშვიდობიანი მოქალაქე.

მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა.