მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში მოსახლეობა ქალაქ კარვაჩარს ტოვებს (ვიდეო)

სომხეთში მოსახლეობა ქალაქ კარვაჩარს ტოვებს

ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ უნდა გადავიდეს, სომხური მოსახლეობა სახლებს წვავს.

სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ქალაქი კარვაჩარი, 15 ნოემბერს აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარება.

როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, სწორედ ამიტომ მოსახლეობის ნაწილი სახლებს ცეცხლს უკიდებს და ტერიტორიას ტოვებს, რადგან „აზერბაიჯანის ხელში არ ჩავარდნენ“.

„აქ, ქალბაჯარის რაიონში ზოგიერთი სომეხი მოქალაქე თავის სახლებს წვავს, რათა ის აზერბაიჯანს არ გადაეცეს“, - წერს აგრეთვე BBC-ის ჟურნალისტი.

📌 ინფორმაციისთვის, 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა. მისი ინფორმაციით, რეგიონში რუსეთის და თურქეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან.

📌 მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სეტქემბერს განახლდა და 44 დღე მიმდინარეობდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 რუსული ტანკები ყარაბაღში შევიდნენ (ვიდეო)