მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია იმართება

მორიგი აქცია ერევანში

ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია იმართება. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ, რომელიც ცნობილია „სამშობლოს ხსნის მოძრაობის“ სახელით, მორიგი აქცია დაიწყო პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.

აქტივისტებმა „ღირსების მსვლელობა“ ერევნის ქუჩებიდან დაიწყეს და წმინდა ანას ეკლესიისკენ მიემართებიან.

🔘 ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ.

🔘 ოპოზიციური პარტიების ჯგუფმა ნიკოლ ფაშინიანს გადადგომის ვადა 8 დეკემბრამდე მისცეს.

🔘 ფაშინიანს გადადგომის გადაწყვეტილება არ მიუღია და ამასთან დაკავშირებით ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ტერორი ხორციელდება

ფაშინიანი: აზერბაიჯანული მხარე რუსული სამშვიდობო ძალების გაუფასურებას ცდილობს