მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში „სამშობლოს ხსნის მოძრაობა“ მთავრობის შენობის ბლოკირებას გეგმავს

სამშობლოს ხსნის მოძრაობა

„სამშობლოს ხსნის მოძრაობა“, რომელიც 16 ოპოზიციური საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიისგან შედგება, 24 დეკემბერს სხდომის დაწყებამდე მთავრობის შენობის დაბლოკვას გეგმავს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„მთავრობის ბოლო სხდომა 2020 წელს, ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება. მე მოვუწოდებ ყველას, რომ 10:00 საათიდან დაბლოკონ მთავრობის შენობა ყველა მხრიდან“, - განაცხადა ვაზგენ მანუკიანმა, რომელიც სამშობლოს ხსნის მოძრაობის კანდიდატია პრემიერ მინისტრის პოსტზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ.

🔘 ოპოზიციური პარტიების ჯგუფმა ნიკოლ ფაშინიანს გადადგომის ვადა 8 დეკემბრამდე მისცეს.

🔘 ფაშინიანს გადადგომის გადაწყვეტილება არ მიუღია და ამასთან დაკავშირებით ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო.