მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხური მხარე: აზერბაიჯანმა 60 სომეხი სამხედრო ტყვედ აიყვანა

სომხეთი ამბობს, რომ აზერბაიჯანმა ტყვედ აიყვანა სამხედროები

სომხური მხარის ინფორმაციით, მათ მთიანი ყარაბაღის ღადრუთის რაიონში მყოფ ერთ-ერთ სამხედრო ქვედანაყოფთან კავშირი დაკარგეს. როგორც მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა არტაკ ბაგლარიანმა განაცხადა, 60-მდე სომეხი სამხედრო აზერბაიჯანულმა მხარემ ტყვედ აიყვანა. ამის შესახებ Armenpress იუწყება. 

ბაგლარიანი მომხდარს „დაუშვებელ ფაქტს" უწოდებს და ყველა სამხედროს გათავისუფლებას მოითხოვს.

15 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა სომხურ მხარეს 44 სამხედრო ტყვე გადასცა, ხოლო სომხურმა მხარემ ბაქოს - 12 ტყვე დაუბრუნა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება ტყვეთა გაცვლას გულისხმობს პრინციპით „ყველა ყველაზე“.

მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა და 10 ნოემბერს დასრულდა. რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები შევიდნენ.

იხილეთ აგრეთვე:

🔆 აზერბაიჯანმა სომხეთს 44 ტყვე გადასცა

🔆 აზერბაიჯანში სამხედროები დააკავეს, რომლებიც სომხების სასაფლაოებს ანადგურებდნენ