მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხური მხარე: მოწინააღმდეგემ უკან დაიხია

ზალპუირი სისტემა ყარაბაღში

მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში, ჰუდაფერინის წყალსაცავთან მოწინააღმდეგემ უკან დაიხია. ამის შესახებ „ფეისბუქში" სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა დაწერა. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ დიდი ზარალი განიცადა. „ჩვენ მას ვუთხარით, რომ აქ ჯოჯოხეთი ელის“- დაწერა სტეპანიანმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილაჰმ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ზანგელანი დაიკავეს, რომელიც მთიანი ყარაბაღიდან სამხრეთით და სომხეთის საზღვართან უშუალო სიახლოვეს მდებარეობს.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

18 ოქტომბერს ბაქო და ერევანი ცეცხლის შეწყვეტაზე კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ, თუმცა მალევე ორივე მხარემ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მოწინააღმდეგემ შეთანხმება დაარღვია.

👉სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - მუდმივად განახლებადი ინფორმაციები