მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხური მხარე: მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრი ცოცხალია (ვიდეო)

სომხური მხარე ტავდაცვის მინისტრის დაღუპვას უარყოფს

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში თავდაცვის მინისტრი გამოიცვალა. ამის შესახებ ფეისბუქში მთიანი ყარაბაღის ლიდერმა არაიკ არუთუნიანმა დაწერა. მისი თქმით, აზერბაიჯანული მხარის ინფორმაცია ჯალალ არუთუნიანის დაღუპვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. „ჯალალ არუთუნიანი დაჭრილია, მაგრამ მალე მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდება“ - განაცხადა მთიანი ყარაბაღის ლიდერის პრესსამსახურში. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს.

კონკრეტულად სად დაიჭრა სომხური შენაერთების სარდალი, არ დაკონკრეტებულა. მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო. რომელზეც გზაზე მოძრავი ავტომობილის დაბომბვის კადრებია ნაჩვენები. აზერბაიჯანული მხარე იუწყება, რომ მან სეპარატისტების თავდაცვის მინისტრი გაანადგურა.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.