მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ ღოღეთში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სამუშაოები განაახლეს

ცხინვალის ე.წ. საზღვარი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთში საოკუპაციო ძალებმა უკანონო „ბორდერიზაციის“ სამუშაოები განაახლეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ადგილზე ახალი ხნული გაავლეს.

ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.