მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ ხურვალეთთან უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება

ბორდერიზაცია

გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაცია დღესაც გრძელდება.

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია გუშინ დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და მოთხივნილ იქნა უსაფრთხოების გარემოს უკიდურესად
დამაზიანებელი ზემოაღნიშნული უკანონო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით აცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ასევე ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების
თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს.