მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სუს-ი: მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების დანაშაულებრივი არსი

Search Results Web result with site links  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა

„აღნიშნული წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგს“,- ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალებას ეხება.

„აღნიშნული წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგს. მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. წლების განმავლობაში თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო ე.წ. რეგულაციებმა და შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაართულა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობა და არაერთი მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. საკითხის განხილვა კი მოხდება უმწვავესი ფორმით ყველა არსებული ფორმატის ფარგლებში.

📌შეგახსენებთ, საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას, სამივე მათგანი დაიღუპა.

📌როგორც სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მდინარე ენგურზე დამატებით გრძელდება კიდევ ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.