მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისი გალის ტრაგედიას სპეკულაციებისთვის იყენებს - სოხუმი

სოხუმის საგარეოს განცხადება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო მდინარე ენგურზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და თბილისს პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს. ინფორმაციას „სპუტნიკი“ ავრცელებს. 

„როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ტრაგიკული მოვლენა საქართველოში ისტერიის გაღვივებისთვის და პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენეს. როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე, მისი პოლიტიკური ოპონენტები არა თავად ადამიანების დაღუპვის ფაქტით არიან შეწუხებულები, არამედ ცდილობენ თავისი ფსევდოპატრიოტიზმი აჩვენონ და რუსეთის მიმართ სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები წამოაყენონ“ - განაცხადეს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეთა 11 კაციანი ჯგუფი 6 აპრილს ოკუპირებული გალის რაიონიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მძიმე სოციალური პირობების გამო ცდილობდა.

ოთხი ადამიანი მდინარემ გაიტაცა და ისინი დაიღუპნენ.

ამავე თემაზე:

„ის რაც ხდება იმ უმოქმედობის შედეგია, რასაც ხელისუფლება ახორციელებს“ - მინაშვილი ენგურის ტრაგედიაზე

„11 კაციანი ჯგუფიდან 6 პირი ცოცხალი იპოვეს, ისინი ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში გადადიოდნენ“ - კონფლიქტოლოგი