კონფლიქტები

თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზება, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ გახდება შესაძლებელი - ბჟანია

ბჟანია საქართველოზე
1619185443
დაკოპირებულია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ თბილისთან ურთიერთობების მოგვარება მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ჟენევის დისკუსიების ეფექტიანობაზე კითხვაზე საპასუხოდ ბჟანიამ განაცხადა, რომ „დიალოგი ყოველთვის ომზე უკეთესია“.

„ამ საკითხს ჩვენ წლებია ვაყენებთ. უნდა მოხდეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. ქართულ მხარესაც სურს ჩვენთან ნორმალური ურთეირთობები, უნდათ ნდობის ამაღლება. ნორმალური ურთიერთობები კი ომის პირობებში შეუძლებელია. ხომ ასეა?“ - განაცხადა ბჟანიამ.

ბჟანიამა ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტის ხელმოწერა სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკურ ძალთა ბალანსზე იქნება დამოკიდებული.

„ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებლობის საკითხი გადაწყვეტილია. მის განხილვას არავისთან არ ვაპირებთ. მშვიდობის საკითხს კი, განვიხილავთ. მშვიდობისკენ მივისწრაფით. თუ საჭირო იქნება, ყველა ძალას დაველაპარაკებით“ - განაცხადა დე ფაქტო ლიდერმა.

ბჟანიამ ასევე განაცხადა, რომ ბენურ ქვირაია, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა მისი თანაშემწე არ არის. „ როდესაც ის საქართველოში წავიდა, ის ჩემი თანაშემწე აღარ იყო. ჩემს თანაშემწეებს იქ არაფერი ესაქმებათ“ - განაცხადა მან.

ბჟანიამ ასევე აღნიშნა, რომ სოხუმს საქართველოსთან არანაირი სავაჭრო ურთიერთობები არა აქვს და ის მხოლოდ აფხაზეთის აღიარების შემთხვევაში გახდება შესაძლებელი. ასლან ბჟანია აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი დაინტერესებულია, რომ მისი ტერიტორიის გავლით ტრანზიტული ტვირთი მოძრაობდეს და ამით ფინანსურ მოგებას ნახულობდეს.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 რუსეთმა უკრაინის საზღვართან განთავსებული ჯარის გაყვანა დაიწყო (ვიდეო)

ამერიკელი გენერალი ბენ
ჰოჯესი

ბენ ჰოჯესი: რუსები გაჩერდებიან მაშინ, რო...

ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი, რომელიც საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას მხარს უჭერს, საუბრობს წვრთნების გააქტიურების აუცილებლობაზე, საქართველოს და უკრაინის მონაწილეობით.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება რომ ისინი აფასებენ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ამ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში.

1623525272

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმიანება და „ქართული ოცნების“ დესტრუქციულ ოპონენტებს პასუხობს, რომ მსგავსი განცხადებები მათ რეალური სურათის აღქმაში ვერ დაეხმარება, თუმცა მისი შეფასებით, სახეზეა, ქართული დიპლომატიის მნიშვნელოვანი და წარმატებული ნაბიჯი.

1623524973

„დღევანდელი შეხვედრის განხილვის ერთ-ერთი თემა, რიონის ხეობაში არსებული ვითარება იყო. მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე სიტუაცია დასტაბილურდეს და არ მოხდეს ვითარების ესკალაცია. ამასთან, შეხვედრაზე განხილული იყო გუმათჰესთან აღმართული რკინის ბარიკადების აღების საკითხი.

1623524650

„ნამახვანი ჰესი“ არის მნიშვნელოვანი და მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული პროექტი საქართველოსთვის და ზოგადად ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის. ჩვენ ვხედავთ შემდგომი წარმატებული განხილვების პერპექტივას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი, როგორც მედიატორების ჩართულობით, არა მხოლოდ სიტუაციის დროებით განმუხტვას, არამედ პრობლემის გადაჭრას მივაღწევთ“ - განაცხადა მედიასთან საუბრისას ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელმა, დირკ ბუშლემ.

1623523874
საგარეო საქმეთა მინისტრი
2020

„ირაკლი ღარიბაშვილი 24-საათიან რეჟიმზე იყო გა...

„პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 24-საათიან რეჟიმზე იყო გადასული და პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ჩვენ ყველა მიმართულებით მაქსიმალური ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ ეს ჰუმანიტარული აქტი განხორციელებულიყო“- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს ხელშეწყობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების შეფასებისას განაცხადა.

გია აბაშიძე: საქართველოს რეგიონული მედია...

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ირაკლი ლატარია: მგონი ვუბრუნდებით რეგიონ...

ირაკლი ლატარია, საქართველოს პრემიერის ფასილიტაციით სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შ...

„მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამდგომლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში“ - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციითა და აშშ-ის ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებას.