მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზება, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ გახდება შესაძლებელი - ბჟანია

ბჟანია საქართველოზე

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ თბილისთან ურთიერთობების მოგვარება მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ჟენევის დისკუსიების ეფექტიანობაზე კითხვაზე საპასუხოდ ბჟანიამ განაცხადა, რომ „დიალოგი ყოველთვის ომზე უკეთესია“.

„ამ საკითხს ჩვენ წლებია ვაყენებთ. უნდა მოხდეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. ქართულ მხარესაც სურს ჩვენთან ნორმალური ურთეირთობები, უნდათ ნდობის ამაღლება. ნორმალური ურთიერთობები კი ომის პირობებში შეუძლებელია. ხომ ასეა?“ - განაცხადა ბჟანიამ.

ბჟანიამა ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტის ხელმოწერა სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკურ ძალთა ბალანსზე იქნება დამოკიდებული.

„ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებლობის საკითხი გადაწყვეტილია. მის განხილვას არავისთან არ ვაპირებთ. მშვიდობის საკითხს კი, განვიხილავთ. მშვიდობისკენ მივისწრაფით. თუ საჭირო იქნება, ყველა ძალას დაველაპარაკებით“ - განაცხადა დე ფაქტო ლიდერმა.

ბჟანიამ ასევე განაცხადა, რომ ბენურ ქვირაია, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა მისი თანაშემწე არ არის. „ როდესაც ის საქართველოში წავიდა, ის ჩემი თანაშემწე აღარ იყო. ჩემს თანაშემწეებს იქ არაფერი ესაქმებათ“ - განაცხადა მან.

ბჟანიამ ასევე აღნიშნა, რომ სოხუმს საქართველოსთან არანაირი სავაჭრო ურთიერთობები არა აქვს და ის მხოლოდ აფხაზეთის აღიარების შემთხვევაში გახდება შესაძლებელი. ასლან ბჟანია აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი დაინტერესებულია, რომ მისი ტერიტორიის გავლით ტრანზიტული ტვირთი მოძრაობდეს და ამით ფინანსურ მოგებას ნახულობდეს.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 რუსეთმა უკრაინის საზღვართან განთავსებული ჯარის გაყვანა დაიწყო (ვიდეო)