მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თქვენ მზე ხართ აზერბაიჯანის ისტორიაში“ - მადლობის წერილები ილჰამ ალიევს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

„აზერბაიჯანის არმიის ოპერაციები ჩვენი მიწების გასათავისუფლებლად უმაღლესი მთავარსარდლის, ილჰამ ალიევის მეთაურობით, ჩვენს ხალხს დიდი სიხარულით და აღტაცებით ავსებს“, - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ხალხი ალიევს მადლობას უხდის ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა.

„🔘 გილოცავთ გამარჯვებას ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლებაში თქვენი ხელმძღვანელობით.

იმედი მაქვს, რომ სამშენებლო სამუშაოები რაც შეიძლება სწრაფად დაიწყება ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ყველა ტერიტორიაზე და ეს დიდი გამარჯვება საშუალებას მისცემს თურქულ სამყაროს გაერთიანება.

🔘როგორც ადამიანი, რომელიც ომის ყოველ წუთს მღელვარებით ცხოვრობს, ვალდებული ვარ, მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ აზერბაიჯანი ერთ მუშტად შეკარით.

თქვენ მზესავით დაიბადეთ აზერბაიჯანისთვის.

🔘 თქვენ ხართ დიდი ლიდერის ჰეიდარ ალიევის ღირსეული მემკვიდრე. ღმერთმა დაიფაროს ჩემი მარადიული პრეზიდენტი და ხალხი!

🔘 უსასრულო მადლობას გიხდით ასეთი ბრძნული პოლიტიკისთვის“,- წერენ ალიევს.

📌 ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ის აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერებს შორის ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ შეწყდა.

📌 სპეციალისტები ამბობენ, რომ ყარაბაღში უამრავი ნაღმი და ჭურვია დარჩენილი და რეგიონის სრულ განაღმვას შეიძლება 15 წელი დასჭირდეს.