მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი: სომხები კარგი ხალხია (ვიდეო)

ტრამპის განცხადება სომხებზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სომხები კარგი ხალხია და მათ თავისი ქვეყანა უყვართ. „მე აქ ბევრ სომეხს ვხედავ, რომლებიც ქუჩებში ლამაზი დროშებით დგანან. მათ უყვართ თავისი ქვეყანა, ისინი კარგი ბიზნესმენები არიან. მე მშურს თქვენი ნებისყოფის“ - განაცხადა ტრამპმა ნევადას შტატში ამომრჩეველთან შეხევდრაზე. ინფორმაციას news.am ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების პარალელურად აშშ-ში და სხვა ქვეყნებში იქ მცხოვრებმა სომხებმა საპროტესტო აქციები გამართეს. ისინი საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას ითხოვენ და მას „აზერბაიჯანის და თურქეთის მიერ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორიზმს“ უწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.